суббота, 13 марта 2010 г.

1. პროექტის სახელი: ”ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა"
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:ფოლკლორული მასალებისა და ტრადიციული ადათ-წესების მოძიება-ჩაწერა,ანალიზი,კორექტირება და სისტემატიზაცია.ადგილობრივი ღირშესანიშნაობების მეგზურის შექმნა.
3.პროექტის სრული აღწერა: პროექტის განხორციელების მიზნით სურვილის მიხედვით ვქმნი მოსწავლეთა თანამშრომლობით ჯგუფს,რომლებიც ადგენენ მიზნობრივ სქემას სკოლის სამოქმედო არეალად შევარჩიეთ დაბა სიონი(თიანეთის რაიონი) მოსწავლეები ადგენენ კითხვარს:1)სეპირსიტყვიერების ნიმუშების შეკრება,ძველად ჩაწერილი მასალების მოძიება;2)ხალხური ტრადიციების აღწერა3)სასიმღერო რეპერტუალის ჩაწერა4)ძველი ქორეოგრაფიული ნახატების აღდგენა.5)ხალხური მედიცინა და მკურნალობის წესები6)პურის ცხობის,არყის და ლუდის ტრადიციული ტექნოლოგიების ჩაწერა7)ეკლესია-მონასტრების,ციხეების,სამლოცველოების და ნიშების აღნუსხვა-შესწავლა8)ქორწილებისა და სამგლოვიერო ტრადიციების დამახასიათებელ სადღეგრძელოების ჩაწერა.9)გავრცელებული ხელსაქმე:ქსოვა,რთვა,ღებვა10)დიელექტური მასალის ჩაწერა:აკვნის სიმღერები,სამეურნეო საქმიანობის შესასრულებელი სიმღერები11).შელოცვები,დალოცვები
4.მონაწილეთა ასაკი: IX-X-XI კლასების მოსწავლეები.14-17 წლის.
5.ვადები\ხანგრძლივობა: 3 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: თანამშრომლობა,კითხვების დასმა,საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების შეძენა,ზუსტი ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება.
7.მოსალოდნელი შედეგები\პროდუქტები,რაც შეიძლება, შეიქმნას: ვებ-გვერდი,ლიტერატურული გაზეთი-ალმანახი,ექსპოზიციებისდა ფოტომასალების გამოფენა.
8.სარგებელი სხვებისათვის: გაეცნობიან და გაუჩნდებათ ინტერესი უფრო მეტი გაიგონ ჩვენი მივიწყებული ადათ-წესებისა და რიტუალების შესახებ,მათი პოპულარიზაცია.
9.სამუშაო ენა: ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: თიანეთის რაიონის დაბა სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, მუსიკა და ხელოვნება.
12.პროექტის ფასილიტატორი: ნათელა გოგოჭური
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:natela.gogochuri@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://natelagogochuri.blogspot.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий